IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს გამომსვლელი სუბიექტებისთვის დროის განაწილების წესი იცვლება. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო პარლამენტის წევრებს მიეცემათ 3-3 წუთი. ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუთმონ მათი გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო იმგვარად, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის ხანგრძლივობა ჯამში არ აღემატებოდეს 15 წუთს.

ფრაქციაზე და უფრაქციო პარლამენტის წევრებზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც.

ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებებით, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის წევრების მოსმენა 21:00 საათის შემდეგაც გაგრძელდება.

როგორც რეგლამენტში პროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, თავისი შინაარსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ პლენარულ სხდომაზე შესაძლებელი იყოს „მინისტრის საათის“ გაგრძელებაც 21:00 საათის შემდეგ, საკითხის ამოწურვამდე.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება