Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას

მარშალ პრესი 03/07/2024
trump biden

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოკითხვაში დემოკრატების დაახლოებით 32%-მა თქვა, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე. ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ მთავრობაში იმუშაოს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რომელიც იანვარში ჩატარდა, დემოკრატების 49%-მა განაცხადა, რომ ბაიდენმა 2024 წელს აღარ უნდა იყაროს კენჭი.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის 1 070-მა მოქალაქემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ივნისში ხილი და ყურძენი 30.1 პროცენტით გაძვირდა, ზეთი კი 8.5 პროცენტით გაიაფდა
Next: „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“ საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.