Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია

მარშალ პრესი 02/07/2024
gia abashidze

“სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა, სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება”-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის მიერ ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ შეცვლილ გადაწყვეტილებაზე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.

 

„ფსევდო-პრეზიდენტს რაციონალიზმი შერჩა? რა საჭირო იყო გაუგონარი თავხედობა და არაადეკვატურობა ეროვნული ნაკრების შერჩევით დაჯილდოებაზე?!
სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა,
სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება. ჩემპიონატზე ასპარეზობამდე სტიმულიც კი არ მისცა ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს ღირსება და გერმანიაში, მათთან შესახვედრად
მისული ზურაბიშვილი დამსახურებულად არ დააიგნორეს.
სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით, ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.
ნაცვლად მის მიერ დაანონსებული სექტემბრის თვისა, მან ახალი გადაწყვეტილება დაჩქარებულად, დღევანდელი რიცხვით მიიღო.
მანამდე, ე.წ. პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ფსევდოლიბერალიზმის ომის ძირითადი ფრონტი კვლავ გადის საქართველოზე – გაიწვევს თუ არა “ქართული ოცნება” უკან “გამჭვირვალობის კანონს”. ამ მოლოდინებში გაგითენდეთ ხვალინდელი დღე!
Next: ხელისუფლებას სამი საფეხბურთო კვირის განმავლობაში სათავისოდ არაფერი უთქვამს, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობდა, რომ ფეხბურთიც კი ხალხის ერთმანეთთან დასაპირისპირებლად გამოეყენებინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.