Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა

მარშალ პრესი 02/07/2024
untitled

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას უპასუხა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებიც გვინდა პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

მან ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და არსებობს სხვა საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: საქართველოს შსს-ს თანამშრომლები უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მონაწილეობდნენ
Next: ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.