IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს ახალი შენობები გახსნა.

მინისტრის თქმით, დღეიდან სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

ეკატერინემ ტიკარაძემ გადაუდებელი დახმარების ექიმებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და პირადად გააცნო ის სიახლე, რაც პირველი ივლისიდან განხორციელდება, კერძოდ, მისი თქმით, დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ. ასევე 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია. ასევე, 30 ლარით ეზრდებათ სოციალური პაკეტი I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

„ამ დრომდე, მარტვილის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება