IMG.GE IMG.GE

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

ბონდო მძინარიშვილის კანდიდატურა წარადგინეს დეპუტატებმა – მირიან წიკლაურმა, გია ჟორჟოლიანმა, გიორგი მოსიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ირმა ინაშვილმა, ემზარ კვიციანმა, გიორგი ლომიამ, ადა მარშანიამ, დავით ჭიჭინაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, მარიამ ჯაშმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი ბეგაძემ და გელა მიქაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება