Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია შეკვეთილია ბატონი რაფაელ გლუკსმანის მიერ, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი

მარშალ პრესი 27/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

აქ რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა, ისე წარმოაჩინეს. სტატია არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტატიის ავტორი არის იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარია.

„მე ნამდვილად არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო აქ გამოსულ სააკაშვილის პარტიას, ნაცმოძრაობას და ამ დესტრუქციულ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ახლა დეტალები და ფაქტები – აქ რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა, ისე წარმოაჩინეს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს ვუთხრა, რომ რეალურად ეს არის მორიგი, ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ეს სტატია არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის რაფაელ გლუკსმანი.

ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. ის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმ დროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი ამ სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის ბატონი გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, შეაჩეროს შვეიცარიულ ბანკზე შეტევა. ივანიშვილს სანქციებს ვერ დაუწესებენ და მგონია, რომ ამ შეტევებით ის თვითონ მოუმზადებს თავის თავს ერთგვარ სანქციას.
Next: რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება, დღეს ჩვენს ქვეყანას არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.