Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს

მარშალ პრესი 28/06/2024
ana tsitlidze

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. ამის მაგალითია შესწორება N4, რომლის შეტანას ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში წარმდგენები მე-12 პუნქტის შემდეგომ ითხოვდნენ: „ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველო სერიოზულ საფრთხეშია დაარღვიოს ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები (Ets No. 1).

ამიტომ, ასამბლეამ შეიძლება განიხილოს პროგრესის ანგარიში ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით მომდევნო მეოთხე სესიაზე. თუკი არ იქნება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, ეს შესაძლოა ითვალისწინებდეს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყებას.“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიერ წარდგენილი შესწორება რეზოლუციის პროექტში ვერ მოხვდა.

Post navigation

Previous: ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას
Next: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 10 მლნ დოლარს გადასცემს – Reuters

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.