Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 28/06/2024
irakli kobakhidze

ჩვენ ამ ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაშ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო მეოთხე უმნიშნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართლებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი იყო ასოცირების შესახებ შეთანხმება, შემდეგ – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს საანგარიშო წელი გამორჩეული იყო ამ კუთხითაც.

„რაც შეეხება კანონს, სამწუხაროდ, ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი კანონის გარშემო, არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი რეალურად წარსულია. რეალურად, ამ კანონით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ვფიქრობ, ურთიერთბები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით< ასევე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ჰქონდათ ჭარბი ნეგატიური მოლოდინები ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა. რეალურად ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც
Next: ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.