Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენს ქვეყანას

მარშალ პრესი 28/06/2024
shalva papuashvili

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ, სიხარულის მოტანასთან ერთად, თუ რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩვენი პატარა მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც ასეთი სახელგანთქმული ხდება ხოლმე სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ წარმატებული დიასპორელები გვყავს და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბექა ოდიშარიას უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა შევეშვათ წუწუნს იმაზე, რომ დიასპორაში, ქვეყნის გარეთ არიან ქართველები. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი განძი, რომელიც ქვეყნის გარეთ არის, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც წარმოადგენს და ქვეყნისთვისაც იღვწის. თანამედროვე სამყაროში ადამიანები მოძრაობენ ქვეყნებს გარეთ, ეს აღარ არის დიდი ტრაგედია. მთავარია, რომ ეს იყოს რეგულირებული პროცესი, ე.წ. ცირკულარული მიგრაცია. ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი ნაკრების ბევრი წევრი და სხვა წარმატებული ქართველები, რომლებიც მათ შორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ, გვაჩვენებენ, სიხარულის მოტანასთან ერთად, თუ რამხელა სიამაყე შეუძლია მოუტანონ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩვენი პატარა მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც ასეთი სახელგანთქმული ხდება ხოლმე სხვადასხვა სფეროში. დღეს ეს ფეხბურთია, რომელმაც აალაპარაკა მთელი მსოფლიო ჩვენთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა
Next: ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.