IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„თუ დაუკვირდებით ამ დღეებში უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა. დასავლურმა დემოკრატიამ თავის ელჩების პირით უთხრა აქურ ნეოტროცკისტულ ძალებს-შალვას ფანჩატურისტებს და მათ ენჯეოებს, რომ თქვენი დრო მთავრდება და მიუთითა დიპლომატიურ ენაზე, რომ ისინი გამზადებულნი არიან “ჩასარეცხად”.
ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დიდი სილა გააწნა აქაურ სრულიად გამარგინალებულ ნეოტროცკისტულ ოპოზიციას. ეს კი იმის ნიშანიცაა რომ მსოფლიოში ახალი კონსერვატიული ძალებისა და იდეების განვითარების ეპოქა იქნება ამას ვერც ლიბერასტი გიგა შეაჩერებს, ვერც ლიბერელეგანტი ჩერგო და ვერც პოლიტიკურ მასხარად ქცეული ტროცკისტობის გზაზე გვიან შემდგარი ელისაშვილი.
ამ უკვე პრეისტორიული ეპოქის “პროდასავლელმა” პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს რა უთხრეს და დაიწყეს მასობრივი “შალიკოზაცია”. რაც გამოიხატება ყოველგვარი დიპლომატიური და პოლიტიკური წესების უგულებელყოფაში.
საოცარია, მაგრამ ეს ყველაზე მეტი ადრე იგრზნო-იყნოსა ლენინისა და სკკპ ლექსების ჰონორარზე გაზრდილ-აღზრდილმა “დიდმა პუბლიცისტკამ” და სკუპ და გადამოხტა. ამგრამ აი საკითხავია სად დახტება!
ჯერ კიდევ ჰაერშია!
მართლაც დიდი მოვლენა მოხდა. კოლექტიურმა “პოლიტიკურმა შალიკოებმა” ამ დღეებში თავის თავს თავად გამოუტანეს განაჩენი და სპრინტერის სისწრაფით გაექანენ იმ პოლიტიკური სანაგვისაკენ, რომელშიც უეჭველად აღმოჩნდებიან 31 ოქტომბერს.
აი მერე იკითხეთ, როგორ დაიწყებენ ნაგავში დაძირულები ერთმანეთის დაძირვას უფრო ღრმად ნაგვის ფსკერისაკენ!
აი მაშინ ნახეთ ფსკერიდან ამოძრომისას ყვირილი-“შალომ იქით, შალომ აქეთ, პოლიტიკის მადლმა ამიყვანეთ”!
მეგობრებო წინ ფანშატურისტების დიდი ტრაგიპოლიტკომედია გელით!
მართლაც ჭეშმარიტად დიდი პოლიტიკოსი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი!
ეს რა დამართა ამ ღვთისაგან დაწყევლილებს. ამ უბედურტებს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე. 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება