IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნაცსექტის კადავერინმა რომან გოცირიძემ მმართველი პარტია კომპარტიას შეადარა და თქვა: დიახ, რადიკალური ოპოზიცია ვართ. არის ასეთი პარტია, რომელიც კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას დაამთავრებსო. ჩვენ ვართო “ასეთი პარტიაო”!

ვისაც ამ “გოროხოვი შუტის” იუმორი სმენია, შეიძლება იფიქროს, რომ ამჯერადაც უნიჭოდ იხუმრა, მაგრამ ფაქტია: ლენინის ციტირებას ვერ ელევა!

დიახ, 1917 წლის 4 ივნისს სწორედ ლენინმა მიმართა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მონაწილეებს მენშევიკ ირაკლი წერეთლის შეკითხვის, – “არის თუ არა პარტია, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება?” – პასუხად ამ სიტყვით: “არის!”

ლენინი ბოლშევიკებზე საუბრობდა!

ამის შემდეგ ფართოდ გავრცელდა ფრთიანი ფრაზა: “Есть такая партия!” (“არის ასეთი პარტია!”)

ჰოდა, ნაცსექტის კადავერინს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია ისე მოერია, რომ ეს სიტყვები აღმოხდა.

აი, თქვენი ლენინელი თავი კი გაქრა!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება