Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს

მარშალ პრესი 27/06/2024
gia abashidze

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ულოცავს რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას, აცხადებს, რომ დანაპირები ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა ეროვნულ გუნდს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„ქართული სამყარო ზეიმობს ჩვენი ბიჭების მორიგ ისტორიულ შედეგს, ხოლო ანტიქართული მარგინალები მათთვის ტრაგიკული, ჩვეული დევიაციით, სელექციურად ვითომ ამუნათებენ ფეხბურთელებს და მეცენატ ბიძინა ივანიშვილს. ავაზაკი და ზნედაცემული სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი დანაპირებს ყოველთვის პირნათლად ასრულებდა და ასრულებს და იმაზე მეტს აკეთებს საქართველოსთვის, როცა არავინ ელის და არავინ ავალდებულებს. ძალიან საცოდავნი არიან ის ლუზერი ნაცპროპაგანდისტები, რომლებიც დაბოღმილნი ჯღაბნიან, რომ ივანიშვილს “რაღაცის გადახდა მოუწევს”, საფეხბურთო ჯგუფიდან 26 ივნისს უნგრეთის ნაკრების გავარდნის მსგავსად, 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” “გავარდება” და ა.შ. შეუცვლელი მოცემულობაა, რომ ამგვარ ნაცმანქურთებს არასდროს, არაფერი ეშველებათ. მყრალი სექტა ასეთად დარჩება, სადაც ბოლოს ერთმანეთს დაჭამენ ბოროტებისგან გადამწვარი, დაჩიავებული ფსევდო-ადამიანები. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ულოცავს რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას, აცხადებს, რომ დანაპირები ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა ეროვნულ გუნდს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. წარმატებები და მხნეობა ჩვენ ეროვნულ ნაკრებს! მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ – წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ – ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე
Next: ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, აქვე მინდა შევეხმიანო ქართულ სპორტზე და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ ის ჩვენს გუნდს 30 მილიონით დააჯილდოებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025