Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო არის ევროპის ნაწილი და ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს

მარშალ პრესი 27/06/2024
mamuka mdinaradze

„დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ფეხბურთით ჩვენ ამაყად ვდგავართ ევროპაში. ამიტომ, ეს არის ყველაფერზე პასუხი“- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომლის ინფორმაციით ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, თუმცა კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაკეთდეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი.

„რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი. კულტურული, მენტალური, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის ნაწილი და ამ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებში და ჭეშმარიტად სამართლიანობისკენ სიარულში, ბრძოლაში, ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს ამის წინააღმდეგ. ასეთი გამოხტომები უშლის ამ ყველაფერს ხელს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ, მაგრამ საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ
Next: შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ – ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025