Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები – ირაკლი ზარქუა

მარშალ პრესი 27/06/2024
irakli zarkua

ვენეციის კომისიის ჩანაწერი, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვისა და ქვეყნისთვის, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ფასი არ აქვს და არც გათვალისწინებული იქნება.

„დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. მინდა ვენეციის კომისიის ექსპერტებს მივმართო, ეს არის საქართველო, უძველესი მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი კაცისა და ქალის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, ეს მიუღებელია. აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ გამოვა, ბიჭებო და გოგოებო. ასე რომ, ის რა რეკომენდაციაც მოგვწერეთ, ნულია მისი ფასი და ბუნებრივია გათვალისწინებული არ იქნება. როგორც აქამდე ვაკეთებდით, გიგზავნიდით ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტს და იმ რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიზიარებდით, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისია, მომავალშიც გავიზიარებთ. ახლა არ გაგაკრიტიკებთ, რაც ჩაწერეთ რეკომენდაციაში ნულია იმის ფასი და ბუნებრივია არა და არასდროს არ მივიღებთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

Continue Reading

Previous: საფრანგეთის სასამართლომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო დანაშაულის ბრალდებით ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერის გაცემას
Next: გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს – ‘POLITICO”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025