Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც კომპარტიის წევრობაზე გადაწყვეტილება 9 აპრილის შემდეგ მიიღო, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, არ ვიცი

მარშალ პრესი 27/05/2022
ირაკლი კობახიძე

უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, მე არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, განცხადებები, რომელიც უსუფაშვილმა გააკეთა, სრული აბსურდია.

“აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადება და მე რომ შევყვე ამ პოლემიკას კიდევ უფრო არასერიოზული იქნება, ამ ადამიანებთან პოლემიკა არის არასერიოზული. უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, მე არ ვიცი. ამიტომ არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას, ეს არის სრული აბსურდი,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როცა ის „ქართული ოცნების“ კოალიციაში იმყოფებოდა, ივანიშვილი კობახიძეს “საშიშ კაცად” მიიჩნევდა. ამასთან, როგორც თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, კობახიძეს ივანიშვილი არამხოლოდ საშიშად მიიჩნევდა, არამედ პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა და “უსუფაშვილმა გადაარჩინა”.

Post navigation

Previous: ლენა ხოშტარიამ ხელისუფლებას ახალი “შარი” მოსდო
Next: ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.