Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს. ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია – პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს

მარშალ პრესი 26/06/2024
davit kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, ვენეციის კომისია ვენეციის კარნავალს დაემსგავსა იმ განსხვავებით, რომ კომისია ნიღბებს იხსნის.

ქართველიშვილის თქმით, მისთვის გასაკვირი არ იქნებოდა დასკვნაში ჩანაწერი იმის, შესახებ, რომ ლგბტ თემის ქართველი წარმომადგენლები დაუკანონებელი ქორწინებისას ცოდვას სჩადიან, რაც მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს.

„ვენეციის კომისია ნელ-ნელა ემსგავსება ვენეციის კარნავალს. ოღონდ, ეს უკანასკნელი ნიღბებს ითვალისწინებს, ხოლო კომისია – პირიქით, ამ ნიღბებს იძრობს. მე მაგალითად, ჩვენს “ოჯახის ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე” მათ დასკვნაში, შემდეგი ჩანაწერი არ გამიკვირდებოდა: “ქართველი გეები და ლესბოსელები დაუკანონებელ ურთიერთობებში ყოფნისას, უნებლიედ სიძვის ცოდვაში იმყოფებიან, რაც მათ სულიერად თრგუნავს და მათ ქრისტიანულ უფლებებს არღვევს”. ვენეციიდან ეს ნამდვილად არ გაგვიკვირდებოდა, თუ დავუბრუნდებით იმავე კარნავალს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ერთ და იმავე პერიოდში – მოასწავებს კათოლიკური დიდი მარხვის დაწყებას, როგორც ასევე სულიერების მიმართ მათი პატივისცემის ნიშანს…“- წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: არაერთხელ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა, როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი იქნება არა!
Next: რა უსარგებლო ბალასტიც ადგილობრივ დონეზე გვყავს ოპოზიციაში, ასეთივე უსარგებლოები გახდებიან გარე აქტორებისათვის ოქტომბრის შემდეგ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025