Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით

მარშალ პრესი 26/06/2024
mamuka mdinaradze

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან.

„ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან, მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი კი არა – რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ – ახლა იკვრებიან ისევ. არადა იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა ნაცები არიან ეგენი, ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო რომ ლაპარაკობთ, მგონი, უკვე ჩვენს თავს აღარ ვცემთ პატივს.

ექვსი პარტიის წარმომადგენლების ლიდერებიდან ერთი მათი რეკეტიორი იყო, და ხუთი პარტიის თავმჯდომარე იყო და ექვს თუ ოთხ პარტიად გვევლინებიან. არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან არიან მწამებლები, არიან ავტორები იმ რეჟიმისა, ყველანი ერთად და მოპასუხეები, თანამზრახველები და პასუხისმგებლები იმისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ერქვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ
Next: კონსტიტუციაში 2017 წლის ჩანაწერზეც კი გვეუბნებიან, რომ ამოვიღოთ, თურმე, უნდა დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ამიტომ, ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი ყველა რეკომენდაცია, მიუღებელია საქართველოსთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025