Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

27 ივნისს საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

მარშალ პრესი 26/06/2024
27

2024 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და  რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

Continue Reading

Previous: მიხეილ სააკაშვილის თქმით, ციხის კადრები დადგმული იყო (ვიდეო)
Next: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025