Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიის რესპუბლიკიდან ცნობილ იუთუბერს მასპინძლობს

მარშალ პრესი 26/06/2024
136

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიის რესპუბლიკიდან ცნობილ იუთუბერს მასპინძლობს. იუთუბერი – ლუკას განგენმიულერი გადამღები ჯგუფის ორ წევრთან ერთად მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ზუგდიდსა და მარტვილს, რის შედეგადაც მომზადდება ვიდეო მასალა ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ. ლუკას განგენმიულერი იუთუბზე 400 000-მდე გამომწერი ჰყავს.

„სულ რამდენიმე საათია საქართველოში ვარ და და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ესეთი ადგილი სხვაგან არ არსებობს. დროის ასეთ მოკლე პერიოდში ჩვენ უცბად შევიგრძენით აქაური კულტურა, თითქოს აქაურ ხალხს დიდი ხანია ვიცნობთ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თქვენი სტუმართმასპინძლობა უნიკალურია. კეთლგანწყობილი ხალხი, საოცარი გასტრონომია, ქართული ლუდი საოცარი ჭაჭა. დარწმუნებული ვარ, საოცარი დღეები და ბევრი თავგადასავალი გველის. ვფიქრობ ყველა უნდა ეწვიოს საქართველოს და უნდა შეიგრძნოს ეს გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ და აუცილებლად გასინჯოს ქართული სამზარეულო. „ – აცხადებს ცნობილი იუთუბერი ლუკას განგენმიულერი .

Continue Reading

Previous: ბრიტანული ისტებლიშმენტი ისეთივე შოკშია, ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა რომ ჩააგდო ჩვენი ლიბერალები, როდესაც უკრაინის ომის გამომწვევ “ტრიგერად” NATO-ს ფაქტორი დაასახელა – იგივე გააკეთა ულტრამემარჯვენე “რეფორმების პარტიის” თავმჯდომარე ნაიჯელ ფარაჯმა
Next: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025