Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა

მარშალ პრესი 26/06/2024
julian asanji

ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების სასამართლომ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელს პატიმრობის ვადა მოხდილად ჩაუთვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა.

ასანჟი ბრიტანეთის ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ამერიკულ პროკურატურასთან გარიგება დადო და თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. 2019 წელს ის ვაშინგტონის მოთხოვნით დააპატიმრეს და 5 წელი ბელმარშის მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა. ასანჟს ბრალად ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება ედებოდა.

Continue Reading

Previous: არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები თუ შეექმნებათ, ამას აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოზე
Next: უკრაინის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025