IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ „რემდესივირის“ 500 000 დოზა შეიძინა. ამ ინფორმაციას აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს. მათი თქმით, ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობის პრეპარატის შეძენაზე კონტრაქტი კომპანია Gulead-თან გააფორმა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა შესანიშნავი გარიგება დადო, რაც ამერიკის მოქალაქეებს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია პრეპარატზე წვდომა ნებისმიერ ამერიკელს ჰქონდეს“, – განაცხადეს აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან ორი კვირის განმავლობაში გაწერეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება