Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია – ნიკა მელია

მარშალ პრესი 25/06/2024
nika melia

შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ცუდი და საწყენია, რომ ფაჩულიას და ზოგადად, „დასავლეთში ფეხადგმულ“ წარმატებულ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ იმ დროს, როდესაც ერი გაერთიანდა.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით. მთელს საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ. მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ – საწყენია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაპატიეთ თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა“, – განაცხადა მელიამ.

Continue Reading

Previous: 26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა
Next: ათეულობით მილიონმა ევროპელმა წითელი აუნთო ევროპარლამენტში ულტრალიბერალურ, არასწორ და არატრადიციულ მიმართულებებს – ამ ადამიანებსაც დაასანქცირებენ?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025