IMG.GE IMG.GE

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ნატომ-მ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა.

ალიანსის თავდაცვის გეგმის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ის ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ გეგმის ძალაში შესვლას თურქეთმა ვეტო არაერთხელ დაადო, რადგან ოფიციალური ანკარა ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება