Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთაშორისო მასშტაბით ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს საქართველოს გამკლავება, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კვლავ მუშაობა იმისთვის, რომ განწყობები იყოს ობიექტური და პოზიტიური

მარშალ პრესი 25/06/2024
maka bochorishvili

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში უნგრეთთან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან თანამშრომლობა და იმ ურთიერთობების პოზიტიურად გამოყენება რომელიც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს გამკლავება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კვლავ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები ობიექტური იყოს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა განსაზღვრა ევროკომისიამ 9 ნაბიჯად იმისთვის, რომ შემდგომ პროგრესზე ვისაუბროთ, მათ შორის ერთ-ერთი არჩევნებია. უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად და ობიექტურად მოხდეს ამ არჩევნების შეფასება და სწორედ იმიტომ ეპატიჟება საქართველო ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს ამ პროცესში. სამწუხაროდ, სირთულე არის იქ, რომ ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს საქართველოს გამკლავება, როდესაც ვხედავთ საერთაშორისო მასშტაბით არასწორი ინფორმაციების მასობრივ გავრცელებას. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მუშაობას, როდესაც კარდაკარ გვიწევს სიმართლის მტკიცება. ეს ერთხელ უკვე გამოიარა საქართველომ წარმატებით, რადგან სიმართლეს ყოველთვის აქვს ძალა და დარწმუნებული ვარ იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ასოცირების შეთანხმება სავსე იყო ვალდებულებებით ევროკავშირთან ურთიერთობებში და საქართველოს აქვს ნამდვილად ის რეპუტაცია, რომ ჩვენ ნამდვილად არაფერი დაგვიკლია იმისთვის, რომ პროგრესი გვქონოდა ევროკავშირთან ურთიერთობების გზაზე. იგივე გაკეთდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. კეთილსინდისიერად ვიმუშავეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ იმ ურთულესი პოლიტიკური ვითარების პირობებში. იგივე ხდება ახლაც, მაქსიმუმი კეთდება, რომ საქართველოს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს შევხედავთ როგორც შედეგებზე დაფუძნებულ პროცესს, შეუძლებელია ამის უგულებელყოფა მოხდეს ამ შემთხვევაში. მაგრამ მე ვერც იმას გადავუსვამ ხაზს, რომ პოლიტიკურ განწყობებს მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელოვანი იქნება კვლავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იყოს სწორი, ობიექტური და პოზიტიური“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Continue Reading

Previous: ევროპის კონტინენტმა საკუთარ წიაღში მოსპო ცნება „ევროპული ფასეულობები“, რომელიც ფსევდოლიბერალური „ევროკავშირის ფასეულობებით“ ჩაანაცვლა
Next: სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური მოღალატე, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე ფეხით გადაიარა და “ნაციონალურ მოძრაობას” და მის პოლიტიკურ შვილობილებს გამიზნულად შეუერთდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025