Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარშალ პრესი 25/06/2024
449161216_851870876995499_6938505232921031120_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, თხილნარისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზებისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

სოფელი თხილნარი ( ომბოლო) – გოჩა ველიაძის საცხოვრებელი სახლიდან მურად პეტრიძის საცხოვრებელ სახლამდე, მიმდინარე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციისა და გარე განათების მოწყობა.

სოფელ თხილნარის მეურნეობა – ცენტრალური გზიდან გურამ ფუტკარაძის საცხოვრებელ სახლამდე შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სოფელ თხილნარი – ნარგული ჭოლოკავას საცხოვრებელ სახლთან შიდა სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.

სოფელი ჭარნალი – ჟუჟუნა ჭელიძის საცხოვრებელ სახლთან დასრულებული ფერდსამაგრი კედელი.

სოფელი ჭარნალი – შალვა ფარტენაძის საცხოვრებელ სახლთან დასრულებული ფერდსამაგრი კედელი.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 447 057 ლარს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Post navigation

Previous: მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნებზე გარე ძალების იმედით გადიან – ზაალ ანჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე
Next: მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ – ბუდუ ზივზივაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.