Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. ის ევროპა ჯობდა, რომელიც ღირებულებებზე იყო დაფუძნებული

მარშალ პრესი 25/06/2024
zaal mikeladze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ევროპის ქვეყნების ლიდერებს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერები შეიცვალნენ და ევროპამ ღირებულებები დაკარგა. ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ევროპელი ლიდერები სხვანაირ ოპტიმიზმს ბადებდნენ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ძველი ევროპა სხვა ღირებულებებზე და პრინციპებზე იყო დაფუძნებული. მიქელაძის თქმით, ევროკავშირის არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ ღირებულებებს აყოლილი ევროპელი ლიდერები სუვერენული ქვეყნების უფლებებს არღვევენ და ეს საზოგადოებას არ მოსწონს.

„ევროპაში ისეთი ლიდერები ჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, მათი სახელებისა და გვარების გაგონება სხვანაირ ოპტიმიზმს ბადებდა. მე მათგან არასდროს მინახავს დემოკრატიის სხვანაირი გააზრება. ახლა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. რა დავაშავეთ ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ვფიქრობთ – ის ევროპა ჯობდა, რომელიც ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. ევროკავშირის არჩევნებმაც აჩვენა, რომ ის ნაწილი, რომელიც ტურბულენტობის დროს აჰყვა იმას, რაც ე.წ ლიბერალიზმმა მოიტანა – ამ თამაშში გართულები, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდნენ და ეს სხვაგან უკვე ბევრ უფლებას არღვევს.“- აღნიშნა მიქელაძემ.

Post navigation

Previous: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებს
Next: მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.