Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ

მარშალ პრესი 25/06/2024
448959541_1013258220403035_7416109081632790030_n

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

კითხვარები შედგენილია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, ასევე სამხედრო თემატიკის ტესტები მომზადებულია თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ.
„დიდგორელის“ ორგანიზატორებმა გამოავლინეს გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამხედროებმა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

სიმბოლური საჩუქრებით, ასევე დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო პროექტის ავტორებთან აქტიურად თანამშრომლობს. „დიდგორელის“ მიზანია, მომავალი თაობა საკუთარი ქვეყნის ისტორიით კიდევ უფრო დააინტერესოს და ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლოს.

Continue Reading

Previous: ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა
Next: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025