Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა, ახლა ბევრად მარტივია პოლიტიკური სანაგვისკენ ყველას ერთად გახვეტა

მარშალ პრესი 25/06/2024
zurab kadagidze

ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა.

ქადაგიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ისეთ ნაგავშია ჩაფლული, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ სალომე ზურაბიშვილი, ვერაფერს მოუხერხებს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო პოლიტიკოსი გააერთიანა, რითაც ოქტომბერში არჩევანის გაკეთება გაამარტივეს.

“ხელი ხელს ბანს, ორივე კი პირსო” ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და სამაგიეროდ, ნაც-მოძრაობამ გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს.

თუმცა, იმხელა ნაგავშია ჩაფლული ნაც-მოძრაობა, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ სალომე ზურაბიშვილი, ვერაფერს მოუხერხებს.
პირიქით, ოქტომბრის არჩევნები ისე გაამარტივეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. ფაქტობრივად, ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა სალომემ და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა. ახლა ბევრად მარტივია ყველას ერთად გახვეტა, პოლიტიკური სანაგვისკენ.” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: პარლამენტში თემატური მოკვლევის – „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ პრეზენტაცია გაიმართა
Next: ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025