Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი, რომ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილოს სამართლებრივი მდგომარეობა, მათი კავშირი საკუთარ სამშობლოსთან იყოს უფრო ადვილი

მარშალ პრესი 25/06/2024
shalva papuashvili

ჩვენი, როგორც პარლამენტის ვალდებულებაა, საკანონმდებლო ბაზა იყოს რაც შეიძლება წამახალისებელი, რომ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილოს სამართლებრივი მდგომარეობა, მათი კავშირი საკუთარ სამშობლოსთან იყოს უფრო ადვილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში თემატური მოკვლევის – „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სიძლიერე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიასპორის აქტიური მონაწილეობის გარეშე და დიასპორა, რა თქმა უნდა, არის ის განსაკუთრებული აქტივი, რომელიც საქართველოს გააჩნია.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ კულტურას დიასპორულ საზოგადოებაში.

„ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ეკლესიას, რომელიც მიზიდულობის კერაა ყველა ქართველისთვის, იმისთვის რომ მოხდეს არა მხოლოდ სულიერი საკვების მიღება, არამედ ასევე კულტურის შენარჩუნება, ბავშვებისთვის ენის სწავლება, საკვირაო სკოლების ორგანიზება და ა.შ. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ეკლესიას და დიასპორულ ორგანიზაციებს ასეთი განსაკუთრებული სინერგიისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Continue Reading

Previous: უსამშობლო ნაცსექტისა და მათნაირი ფსევდო-პრეზიდენტის ანომალიურ ერთობას, სადაც სალომე ზურაბიშვილი უხარისხო თოჯინა-მარიონეტია, ვუწოდებდი “ყეყეჩი, სასოწარკვეთილი “ლუზერების” ხელოვნურად შექმნილ სინდრომს
Next: წიწამურთან მილსადენის დაზიანების გამო შეზღუდული წყალმომარაგება სრულად აღდგენილია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025