Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს, 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, სირცხვილია როდესაც არჩევნებზე და მის კანონიერებაზე ISFED ლაპარაკობს

მარშალ პრესი 25/06/2024
mamuka mdinaradze

ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“, მათი მიზანია, რომ ახლა გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად. დაიმახსოვრეთ კარგად: მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ ვითარება მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ.

მდინარაძის განცხადებით, მათი მიზანი ყოველთვის იყო არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება. მისივე თქმით, ISFED-მა 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, შესაბამისად, მისი რეპუტაცია შელახულია და სირცხვილია, ამ ორგანიზაციის მიერ არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ საუბარი.

„სხვა პიარ-კამპანია დომინანტი არ იქნება. წინასწარ დაიმახსოვრეთ, გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ ეს იყო აქამდეც მიზანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ, და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი ვინ გამოდის? – ISFED-ი, რომელიც არის მთავარი, უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსენდება და თქვენ თუ იცით გამახსენეთ, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, ამაზე რეპუტაცია წამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს და ის ძრავს ამ საკითხს. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე ლაპარაკობს.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის
Next: უსამშობლო ნაცსექტისა და მათნაირი ფსევდო-პრეზიდენტის ანომალიურ ერთობას, სადაც სალომე ზურაბიშვილი უხარისხო თოჯინა-მარიონეტია, ვუწოდებდი “ყეყეჩი, სასოწარკვეთილი “ლუზერების” ხელოვნურად შექმნილ სინდრომს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025