Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მარშალ პრესი 25/06/2024
julian asanji

ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ მას აღარ მოუწევს ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა.

ასანჟმა დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა, საიდანაც, როგორც ცნობილია, მშობლიურ ქვეყანაში, ავსტრალიაში გაემგზავრა.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა.

წლების განმავლობაში აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „ვიკილიქსიის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა. მათ შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან. ასანჟი შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ვიდრე 2019 წელს პოლიცია დააკავებდა. აშშ-მა იმავე წელს ჯულიან ასანჟის ექსტრადირება მოითხოვა. ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა.

Continue Reading

Previous: პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის
Next: მაქსიმალურად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს – ეს მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების შანსი მხოლოდ ასე ექნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025