Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

მარშალ პრესი 25/06/2024
stadioni

საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

„ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას, ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.

ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა
Next: პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025