Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს

მარშალ პრესი 25/06/2024
gia abashidze

ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის ლიდერის ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე. აბაშიძის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის, სადაც ის პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს გულისხმობდა.

„ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი. უკრაინის ომზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის ლიდერი ჩინეთშია ხუთდღიანი ვიზიტით. პრეზიდენტებმა სი ძინპინმა და ანდჟეი დუდამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეთანხმებებთან ერთად, ასევე ხელი მოაწერეს დოკუმენტს პოლონური შინაური ფრინველის ხორცის ექსპორტზე. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის. რასაკვირველია, “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს, სამხრეთ კავკასიას. ამ შემთხვევაში როგორ ხდება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის უსაგნო კრიტიკოსთა პოზიციების თანხვედრა ოფიციალურ ვარშავასთან?.. – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში საქართველოს მოსახლეობას აზიელ ხალხებს მიაკუთვნებენ და პოლიტიკურად რუსეთთან შეერთებულ ქვეყანას უწოდებენ
Next: ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.