თურქეთში, ქალაქ ქემალფაშაში დღიურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას სარფში მართავენ. ისინი ითხოვენ ხელისუფლებამ მათ პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს და 300 – ლარიანი კომპენსაცია მიიღონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილოზებული. ცენტრალური გზა ამ დროისთვის გახსნილია.
ადგილზე უფლებამდამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა.
„100-მდე ქალი სამსახურის გარეშე დარჩა, ისინი თურქეთში ყოველდღიურ რეჟიმში გადადიოდნენ და ლუკმა – პურის ფულს შოულობდნენ. ხელისუფლებამ თქვა, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმარებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოქალაქეებს 300 ლარი არ მიუღია”, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
კომენტარის დატოვება
სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც...