Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვაშანტაჟებთ ბატონო ბორელ? – დავით ჩიხელიძე

მარშალ პრესი 24/06/2024
davit chikhelidze

გვაშანტაჟებთ ბატონო ბორელ? თქვენ არ მოგვიწოდებთ მთავრობა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი, უნდა იყოს, გარე ჩარევები დაუშვებელი არისო? ახლა კი თქვენსავე პოზიციას ეწინააღმდეგებით, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ მთავრობა იმავე გზას გაარძელებს, ევროკავშირის კარი დაიხურება.

ექსპერტის თქმით, ბორელი თანასწორობის პრინციპს არღვევს, რომელზეც დემოკრატიული სამყარო დგას, საქართველოსთან შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი კი შედეგს ვერ მოიტანს.

“დღეს ჟოზეფ ბორელმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: “საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, თუ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს, დაზარალდება” მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფინანსებზე და დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე.

ბორელის განცხადება მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, გაუგებარია რას ნიშნავს ღია კარი, იმ დროს როცა ნატოს კარი საქართველოსთვის 16 წლის წინ გაიღო, მაგრამ დღემდე ლოდინის რეჟიმში ვართ. რამდენიმე ათეული წელია ევროკავშირის ღია კართან, თურქეთი უშედეგოდ დგას. რეალურად ღია კარის პოლიტიკა, თუ მას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვება მხოლოდ სიტყვებია, რომელიც პრაქტიკულად არაფერს ცვლის. მეორე ნაწილი მთავრობის დამოუკიდებლობაში ჩარევას შეეხება. რას ნიშნავს, დაისჯებით თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს? გვაშანტაჟებთ ბატონო ბორელ? თქვენ არ მოგვიწოდებთ მთავრობა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი, უნდა იყოს, გარე ჩარევები დაუშვებელი არისო? ახლა კი თქვენსავე პოზიციას ეწინააღმდეგებით….

ბატონო ჟოზეფ, თქვენ არღვევთ თანასწორობის პრინციპს, პრინციპს რომელზეც დგას დემოკრატიული სამყარო, საქართველოსთან შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი შედეგს ვერ მოიტანს, ჩვენ არა ჭორაობას, არამედ არგუმენტირებულ დისკუსიას ვითხოვთ!” – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, შესაბამისად მაშინ, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ დროს ქვეყანა უკვე უსწრებს ყველა ამ მონაცემებით სხვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც და არსებულის გაუმჯობესებაზე საუბრობს
Next: ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.