IMG.GE IMG.GE

„ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც იყოს. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში?!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყოველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

„წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს „ევროპული საქართველოს“ იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში? ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც ჰყავდეთ ამ ოთხ კანდიდატს შორის,“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება