Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს

მარშალ პრესი 24/06/2024
mamuka mdinaradze

ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ცესკო-ში მათ პარტიულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება.

„ახლა ასეთი მესიჯბოქსი დახვეწეს – ერთპარტიული ცესკო, როდესაც ცხრა პარტიაა, „ქართული ოცნება“ ერთ-ერთია იმ ცხრა პარტიას შორის. ცხრა პარტიის წარმომადგენლები პროფესიულ წევრებთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, აბსოლუტურად სპეკულაციურია ეს მესიჯი ჩვენი ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით დალაგებული. მათ უნდოდათ, რომ მათ პარტიულ წარმომადგენლებს დაებლოკათ გადაწყვეტილებები, ამ საშუალების არმიცემაზეა საუბარი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ კანონში ავსახეთ. ორი მესამედით მიიღება ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებები და შემდეგ, თუ ორი მესამედით ვერ მიიღებს ცესკო-ს შემადგენლობა გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი უმრავლესობით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ საბოტაჟის საშუალება ექნებოდათ პარტიულ წევრებს და კი იცით, რამდენად პატიოსნად უდგებიან ისინი ასეთ საკითხებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: გეგმაზომიერად, ღირსებით და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენ მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ
Next: გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.