Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვისაც არ ეზარება, ყველა გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა

მარშალ პრესი 24/06/2024
LADO BOJADZE

ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო”, მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს და საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 2012 წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული.

“ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო”, მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს.
164 ქვეყანა 4 კატეგორიად იყოფა: მაღალი თავისუფლება, ზომიერი თავისუფლება, თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე. 2012 წლის შემდეგ შეფასება 6.68 პუნქტით გავაუმჯობესეთ და 73.38%-ით 50-ე ადგილზე ვართ.
საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 2012 წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული, კეთილდღეობის შეფასება 6.36 პუნქტით გაუმჯობესდა და 74.99%-ით 46-ე ადგილზე ვართ.” – წერს ბოჟაძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს!
Next: ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.