Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილი ბევრად უკეთ გამოიყურება – სახალხო დამცველი

მარშალ პრესი 24/06/2024
levan-ioseliani

„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და ვესაუბრე, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მივდივარ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, თუმცა გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა ვიზიტისას.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მოკლე საუბარი გვქონდა, მადლობა გადაგვიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გასაკეთებელია, ჩვენ არამხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველასას მიმართ, აუცილებლად გავაკეთებთ. რამე განსაკუთრებული მოთხოვნა მას ჩემთან ან ექიმების მიმართ არ გაუჟღერებია“, – განაცხადა იოსელიანმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მოდით, შანსი მივცეთ საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მათ მომავალს ევროკავშირის ფარგლებში
Next: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.