Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ მიუღიათ უსამართლო გადაწყვეტილებები და შემდეგ აღიარება მოუწიათ, ვიმედოვნებ, დღევანდელ მინისტერიალზე მსგავსი საკითხები არ დადგება

მარშალ პრესი 24/06/2024
rati ionatamishvili

ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა, როდესაც საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილებები მიუღიათ და შემდეგ ბოდიშის მოხდა და აღიარება მოუწიათ. თუნდაც კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტის მონიჭება ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა დაუშვეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელ მინისტერიალზე მსგავსი საკითხები არ დადგება, ვინაიდან, იონათამიშვილის თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ეროვნული მისწრაფებებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის ანალოგიც ხდება ევროკავშირის ქვეყნებშიც, ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ ორმაგი სტანდარტების შეგრძნებას გაამძაფრებს, მაგრამ ცალკე ისტორიაში შევა ის უსამშობლო აჟიოტაჟი, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. ამ პროცესშიც აჩვენებენ, რომ, სინამდვილეში, ისინი გულშემატკივრობენ არა საქართველოს, არამედ საქართველოს ღალატს. ეს ადამიანები ამგვარი ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედებებისთვის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან დასანქცირდებიან.

სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, ჩვენ ამას ვნახავთ და ამაში დარწმუნდება საზოგადოება. მეორე მხრივ, ყველაზე არაევროპულია, რომ ცალკეული აქტორები ცდილობენ, ხალხი, საზოგადოება და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნოს. ხელისუფლება წარმოადგენს ხალხს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ყველა გადაწყვეტილების დროს ჩვენი ხელისუფლება სწორედ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია სწორედ იმ უსაფრთხოების ქოლგიდან გამომდინარე, რაც დღეს იგივე შუა დერეფნის უზრუნველყოფაზე დგას. ის ფაქტორი, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოებას, არის უალტერნატივო და ამაში ყველა უნდა დარწმუნდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ძებნილმა ავაზაკმა დავით კეზერაშვილმა პოლიტიკური “ბარახოლკა” გახსნილად გამოაცხადა – გია აბაშიძე
Next: მოდით, შანსი მივცეთ საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მათ მომავალს ევროკავშირის ფარგლებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.