IMG.GE IMG.GE

აჭარის კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას 15 -მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, 21 დეპუტატია, აქედან 3 მაჟორიტარი, 18 კი პროპორციული წესით არიან არჩეული.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემაში ცვლილებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს უცხადებს და განმარტავენ, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება