Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე – პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება

მარშალ პრესი 24/06/2024
kavelashvili

„ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ნამდვილად არავისთვის იქნებოდა გასაკვირი საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან შეხვედრისას რომ გაემარჯვა, მიუხედავად იმ მომენტებისა და უპირატესობებისა, რაც ჩეხებს ჰქონდათ.“- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე და ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც რჩება.

„ფეხბურთელის პროფესიიდან გამომდინარე ჩვენი ნაკრების მატჩების შეფასებას ყოველთვის ცივი გონებით ვცდილობ. პირველი თამაში თურქეთთან, დებიუტანტის კვალობაზე, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს თამაში რომ არ უნდა წაგვეგო, ამას ყველა სპეციალისტი აღნიშნავდა. იყო იმ თამაშში მომენტები, რომლის რეალიზების შემთხვევაში, სულ ცოტა, ფრეს მივაღწევდით.

თუმცა, მართლაც აღსანიშნავია, რომ დებიუტანტის კვალობაზე ყველა გააკვირვეს და საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა გუნდს, რომ პირველი შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა. რაც შეეხება ჩეხეთთან შეხვედრას, სპეციალისტები აღნიშნავდნენ და მეც მათ რიგში ვიყავი, რომ ეს მატჩი ურთულესი იქნებოდა. ჩეხეთის ნაკრები ძალიან დისციპლინირებული და ტაქტიკურია, რომელიც მკაცრი დაცვით გამოირჩევა. რადგან ორივე გუნდს გვჭირდებოდა გამარჯვება, ჩეხებმაც შეცვალეს ტაქტიკა და უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშეს ჩვენთან, ვიდრე – პორტუგალიასთან. მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ჩვენი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მაღალი დონის თამაშს. თუმცა, ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ნამდვილად არავისთვის იქნებოდა გასაკვირი ამ შეხვედრისას რომ გაგვემარჯვა, მიუხედავად იმ მომენტებისა და უპირატესობებისა, რაც ჩეხებს ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური შედეგია და რაც მთავარია, პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თითქოსდა „ლოკალური“ რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში აშშ-ჩინეთის „პროქსი-ომს“ წარმოადგენს, სადაც ჩინეთი იყენებს რუსეთს, ხოლო აშშ − უკრაინას
Next: თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას, დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.