Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ შენთვის ჩინეთთან ურთიერთობა მისაღებია, ჩემთვის რატომაა მიუღებელი? – მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩის განცხადებაზე

მარშალ პრესი 23/06/2024
mikheil kavelashvili

თუ შენთვის ჩინეთთან ურთიერთობა მისაღებია, ჩემთვის რატომაა მიუღებელი? და თუ თვლი, რომ ჩინეთი რუსეთს აფინანსებს, მაშინ შენ რატომ არ წყვეტ ამ ურთიერთობას და რატომ აგრძელებ?, – ასე უპასუხა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ამერიკის ელჩის მიერ საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შესახებ კრიტიკას.

„პირიქით, ზრდი შენს სავაჭრო ბრუნვას და მე, რომელიც პატარა ქვეყანა ვარ და მართლაც მნიშვნელოვანია ჩემი ეკონომიკისთვის ამხელა სახელმწიფოსთან კავშირი, ურთიერთობა, რომ გაიზარდოს ჩემი ეკონომიკა, რატომ მიშლი ამას?

ზელენსკი რომ ზელენსკია, არაერთი კრიტიკული წერილი და კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა როგორც ამერიკის ადმინისტრაციასთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

თქვენ გახსოვთ რადიკალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი, რომელსაც რაიმე კრიტიკული შენიშვნა ჰქონოდა ან ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, ან აშშ-ს მიმართ?! ამაში ხომ ჩანს, რომ ისინი პირდაპირ დამოკიდებულები არიან მათ დირექტივებზე“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას
Next: გამარჯვების ფორმულას ვხედავ პრეზიდენტის “ქართულ ქარტიაში” – ეკა ბესელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.