Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ წარმატება ჩვენს ბიჭებს

მარშალ პრესი 23/06/2024
giorgi amilakhvari

განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი „იმედი LIVE“-ში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და იმედი დაიტოვა, რომ საქართველო პორტუგალიასთან შეხვედრისას ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს.

„მსგავსი სიამაყის განცდა ალბათ ხშირად არ გვაქვს, როდესაც ასეთ სარბიელებზე საქართველოს ჰიმნი ჟღერდება. მადლობა თითოეულ ჩვენს გუნდის წევრს, შტაბს, მწვრთნელს, ფედერაციას იმ თავდადებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს და იმ ისტორიული ქულისთვის. დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ წარმატება ჩვენს ბიჭებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. 22 ივნისს საქართველო-ჩეხეთის თამაში 1:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართვას.

Post navigation

Previous: NDI-ის მხრიდან, ეს არის შენიღბული დასახელებით წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეწყობა – გივი მიქანაძე
Next: თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.