Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა

მარშალ პრესი 26/05/2022
iiiii
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
🔹 დილიდან დაიწყო ამ დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელსაც მოქალაქეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სხვადასხვა უწყებისა და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔹 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ:
🔹 ანსამბლი ეპოქა, აჭარის გოგონათა ანსამბლი, ანსამბლი კოლხეთი, მუსიკალური სკოლები, მომღერლები ნოდარ ბერიძე, ზაალ დევაძე, ზვიად მალაყმაძე და სხვები, საზეიმო ღონისძიება ანსამბლმა „ათძალმა“ დაასრულა.
🔹 მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ სტუმრებთან ერთად, აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დააჯილდოვა.
👤 მერმა ღონისძიებაზე დამსწრეებს 26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, წარმატება. ეს ყველაფერი უდიდესი შრომის შედეგია, რომლისთვისაც კაცობრიობა წლების განმავლობაში იბრძოდა, გვაერთიანებს და გვეამაყება. მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, გავიხსენო და პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, რომლებმაც ჩემი და ჩვენი დღევანდელობა შექმნეს, ხოლო თითოეული ჩვენთაგანი აღებული პასუხისმგებლობით ვალდებული ვართ აღვზარდოთ ღირსეული თაობა. თაობა, რომელიც ქართულ ტრადიციას, კულტურას არ დაივიწყებს.
🇬🇪 კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

#104წელისაქართველოსპირველიდემოკრატიულირესპუბლიკისდაარსებიდან

Continue Reading

Previous: ენტონი ბლინკენი – გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი
Next: როგორც ჩანს, ბატონ იან კელის ნაციონალური მოძრაობისა და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა – თეა წულუკიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025