IMG.GE IMG.GE

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში, საგანგებო რეჟიმის დროს, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის შიდსის ცენტრების არვ მონიტორინგის მობილურ ბრიგადებს ფორსმაჟორულ პირობებში მოუწიათ მუშაობა.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩაიკეტა ოთხი ქალაქი და შეიზღუდა სატრანსპორტო გადაადგილება, შიდსის ცენტრის მობილური ბრიგადა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რეგიონებში ჩადიოდა და აივ-ინფიცირებულ პაციენტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აწვდიდა საჭირო მედიკამენტებს.

„2020 წლის 18 მარტის შემდეგ, არც ერთი აივ ინფიცირებული პაციენტი არ დარჩენილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტირეტროვირუსული პრეპარატების გარეშე. არვ მონიტორინგის მობილური ბრიგადები ბენეფიციარებს ბინაზე აწვდიდნენ არვ მედიკამენტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფექციურში განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 750-მდე გასვლა განხორციელდა.

„მათ შორის თბილისის მობილურმა ბრიგადამ შეასრულა 450-მდე ვიზიტი ბინაზე თბილისსა და შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: რუსთავში, კაზრეთში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, პანკისის ხეობაში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, წნორში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, მცხეთაში კასპში, გორში, ხაშურში, ბორჯომში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, წალკასა და ნინოწმინდაში. ხოლო ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის მობილურმა ბირაგდებმა განახორციელეს 300-მდე ვიზიტი ბინაზე: იმერთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.გარდა ამისა, მობილური სამედიცინო ჯგუფის მიერ მონიტორინგის მიზნით, ადგილზევე ხდებოდა ფლებოტომია (სისხლის ვენიდან აღება).

არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში შიდსის ცენტრის მობილურმა ბრიგადებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ პერიოდში არც ერთი პაციენტი მედიკამენტის გარეშე არ დარჩენილა“, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება