Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკანორ მელიას კარგ პიროვნებად რომ არ მივიჩნევ ყველამ იცის, მაგრამ ვიდეო ვნახე, რესტორნიდან რომ აძევებს ვიღაც – თაკო ჩარკვიანი

მარშალ პრესი 23/06/2024
tako charkviani

თაკო ჩარკვიანი ეხმიანება რესტორან ქვევრიდან ნიკა მელიას გამოძევების ფაქტს და გმობს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მასაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

“ნიკანორ მელიას კარგ პიროვნებად რომ არ მივიჩნევ, მეტიც – ძალზე ცუდი წარმოდგენა მაქვს მასზე, ვფიქრობ ყველამ იცის, რადგან ბევრჯერ გამომიხატავს მის მიმართ ჩემი მკვეთრი პოზიცია და უმწვავესი კრიტიკა, მაგრამ, ახლახანს ვიდეო ვნახე, რესტორნიდან რომ აძევებს ვიღაც ნიკა მელიას, ეს მდაბიო საქციელი რესტორნის მფლობელისგან საზიზღრობა იყო, ანუ “ჩემი რესტორანია და აქ ვერ შემოხვალ “თუ რაღაც ამდაგვარი – ფეოდალურ-ქაჯური გამოხდომა საზიზღარი სანახავი იყო, საიდან ასეთი – ამხელა სიმდაბლე, ამპარტავნება, რესტორნის “მფლობელობით ” გაკვირვებული ადამიანისა, ეს “ქაჯური “ “ზამაშკები” სასაცილოა.

სულ იყვნენ ამ ტიპის გორსალები, მაგრამ ამდენს არ და ვერ ბედავდნენ, ასე “გათამამება” გოიმობით უხერხულია, გარეთ 21-ე საუკუნეა და ყველა ქალაქს და ცხადია ამ ქალაქს – თბილისს თავისი წესი და რიგი ჰქონდა და აქვს და სწორედ ამ წესის და რიგის პატივისცემა და ელემენტარული “წესრიგის” ცოდნა მაწერინებს ამ სტატუსს და არა ნიკა მელიასადმი ჩემი ( ყველასთვის ცნობილი კრიტიკული) დამოკიდებულება, რომელიც არ შეიცვლება.

P.S – რესტორანს “ქვევრს” რომ დაარქმევ “ჯიგარო”, იმას კი არ ნიშნავს, რომ პირდაპირ “ქვევრში” -ჭურში გქონდეს თავი ჩარგული და ასე იცხოვრო და გარეთ წესი და რიგი დაგავიწყდეს ფუ , საზიზღარი სანახავი იყო ეს ყველაფერი! რესტორანი საზოგადოების თავშეყრის ადგილია და არა პირადი სივრცე, ეს მხოლოდ ძალიან გოიმ “ფეოდალებს” ავიწყდებათ”- წერს თაკო ჩარკვიანი.

ამ თემაზე:

ეს ადამიანი ჩემ რესტორანში არასდროს არ იქნება სასურველი სტუმარი- ლაშა ბასლანძემ ნიკა მელია გააძევა (ვიდეო)

Post navigation

Previous: 26 ჩვენი დღეა! მადლობა ბიჭებს – ირაკლი კობახიძე
Next: “სულ გამოქლიავდი? რა გირტყეს ასეთი? – ალეკო ელისაშვილის ფეისბუქ პოსტს უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.