ესეიგი ვმალავ ამ ყველაფერს, რასაც “მთავარი არხი” აცხადებს?! ამაზრზენია უკვე ეს ყოველივე – თეა დარჩია

1060
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოცეკვავე თეა დარჩია “მთავარი არხი”-ს ეთერში, ამჯერად წმინდა მატათას ბავშვთა პანსიონის შესახებ გასულ რეპორტაჟს ეხმიანება:

“ნებისმიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ბრძოლას, წმ. მატათას სახ. ბავშვთა სკოლა-პანსიონის წინააღმდეგ, პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ, რადგან მეც მათი დიდი ოჯახის წევრი ვარ 13 წელია და მეც ამ სკოლის ცეკვის მასწავლებელი და ბავშვების, თუ პედაგოგების უახლოესი ადამიანი ვარ ჩემი შვილებითურთ!

ვამბობ იმას რაც ვიცი ზუსტად, არც გაგონილით და არც მოყოლილით! თამამად ვაცხადებ, რომ ეს სკოლა არის სამაგალითო ყველასთვის და ყველაფერში, თუ თქვენ მათ ებრძვით, ჩათვალეთ, რომ მეც მებრძვით, რადგან მეც ამ სკოლის ერთ- ერთ პედაგოგად მოვიაზრაბი, ესეიგი ყველა ბრალდებაც მეც პირადად მეხება, ესეიგი მეც ძალადობის მონაწილე ვარ?! ასე გამოდის

ესეიგი 13 წელია ჩემი შვილებით ვუყურებ ამ სისასტიკეს და ხმას არ ვიღებ?! ვეგუები და ვმალავ ამ ყველაფერს, რასაც “მთავარი არხი” აცხადებს?! ამაზრზენია უკვე ეს ყოველივე!!! ასე მიცნობთ?!

მე, რომ რაიმე მსგავსი იქ მენახა, ამდენი წლის განმავლობაში თან დღეც და ღამეც ამ ბავშვებთან ერთად, ერთ სივრცეში ვცხოვრობ წლებია, როგორ გგონიათ, კიდევ იქით გამიწევდა სიხარულით გული?! ან ჩემს შვილებს, როგორც “მთავარი” აცხადებს, ამ სასტიკ და მოძალადეობრივ სივრცეს გავაკარებდი?! ესეიგი, მეც მოძალადე, დანაშაულის მონაწილე და საშინელი დედა ვყოფილვარ, რადგან ჩემს საკუთარ შვილებს, თურმე სადისტებისა და მწამებლების საზოგადოებაში ვზრდი?! სირცხვილია”– წერს თეა დარჩია.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება