
საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩს ეხმიანება ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
“მადლობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბიჭებს, წარმატებული, დაძაბული და სანახაობრივი მატჩისთვის. წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, ბრძოლა გამარჯვებისთვის გრძელდება. საქართველოს ნაკრები წერს ისტორიას ევროპაზე.”- წერს ზაზა დიასამიძე.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, ევრო 202-4-ზე, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი 1:1 დასრულდა.